პირველად იყო სიტყვა.
მოდა სიტყვაა…
შემოდგომა/ზამთრის მამაკაცის ხაზი ბევრმა მოდის სახლმა უკვე წარმოადგინა. ამიტომ გადავწყვიტე ჩემი პირველი ბლოგი სწორედ ბოლოდროინდელი FW 2025 Menswear კოლექციების შესახებ იყოს.
გთავაზობთ, პირადად ჩემთვის, გამორჩეულ ნიმუშებსა და ყველაზე დიდი გამოხმაურების მქონე კოლექციების მიმოხილვებს.
ჯერი ლორენცო და Fear of God-ი, ერთ-ერთი პირველია რომელმაც FW 2025 Menswear წარადგინა. სამოციანების ელეგანტური სტილი და პროტესტი, სურვილი რომ გხედავდნენ, აღგიქვამდნენ და შენი ესმოდეთ. დახვეწილი სილუეტები და წარსულში აქტუალური თემები, რომლებიც როტაციას მოდასთან ერთად განიცდიან. პროტესტი, როგორც ცვლილების ერთადერთი გზა, Fear of God-ი შემოდგომა/ზამთარს ასეთი კონცეფციით ხვდება.



ელეგანტურ, კომფორტულად სატარებელ და „ფლორალური ელემენტის ხარჯზე“ არამოჭარბებული მასკულინურობის მატარებელ ტანისამოსს გვთავაზობს John Alexander Skelton-ი. მრჩება შთაბეჭდილება, რომ დიზაინერი კომფროტს საკუთარი კულტურის ფესვებში, ინგლისში ეძებს და პოულობს კიდეც.



დამოუკიდებელი, ელეგანტური, მრავალწახნაგოვანი. MM6 Maison Margiela-ს FW 2025-ის მამაკაცის ხაზი, მოდის სახლისათვის დამახასიათებელ რეტროსპექციულ ხედვასთან ერთად, სექსუალური ენერგიისა და დახვეწილობის კომბინაციას გვთავაზობს.




იგივე შემიძლია ვთქვა Dolce & Gabbana-ს კოლექციაზე, რომელიც ჩემი ერთ-ერთი ფავორიტია 2025 წლის მამაკაცის ხაზში. სტეფანო გაბანა და დომენიკო დოლჩე კიდევ წარმატებით ახერხებენ გლამური ყოვლედღიურობის მეგობრად აქციონ და მაღალი მოდის შტრიხები ყოველდღიურ ტანისამოსში ისე ორგანულად აინტეგრირონ, რომ ამავდორულად ხელი შეუწყონ მოდის დემოკრატიზაციის პროცესს. თუმცა ამას, ისინი ახერხებენ ისე, რომ არ იკარგება სამოსის სიდიადე და დახვეწილი იერსახე.
ნაკლებად კონტრასტული ფერები და მეტად „ერთიანი ლუქები“. დამატყვევებელი დეტალები, ბწყინავი ბროშები, 60-იანი წლების ფორმალობა და ყურადღების ეპიცენტრში ყოფნა- ასეთია ბრენდის კონცეფცია.







რაც შეეხება რაც შეეხება Pre-Fall კოლექციებს, ორიოდ სიტყვით მინდა შევეხო ჯერ კიდევ 2024 წლის ორ ძალიან საინტერესო და კონცეფტუალურ კოლექციას რომლსაც Moschino და Courrèges წარმოადგენენ.
ჯერ კიდევ 2024 წელს ვიხილეთ ადრიან აპიოლაზას Pre-Fall კოლექცია Moschino-სთვის, სადაც ის კაცის ხაზში ცდილობს შეინარჩუნოს ფრანკო მოსკინოსათვის დამახასიათებელ იუმორი, ირონია და ფერადოვნების ნოტა. ვფიქრობ, აქცენტირება კეთდება ადამიანის განსხვავებულ ტემპერამენტებზე, რომელბიც ქსოვილების საშუალებით გვიყვებიან საკუთარი არსის შესახებ. ასევე, აქვე უნდა ხაზი გაესვას, რომ Moschino თამამად მიყვება ბოლო წლებში ფართოდ მიღებულ „gender fluid“ ტენდენციას. ასევე არ კოლექციაში ფართოდ გამოიყენება გაგაღიმეუბლი “Emoji”-ს პრინტი, რომელიც არაერთგან გვხვდება, რაც დახმარების თხოვნის (“HELP ME”) ერთგვარი ირონიული გამოხატულებაა, როგორც ამას თავად დიზაინერი ამბობს.





Courrèges Pre-Fall კოლექციის შემთხვევაში, ინსპირაცია მოდის Gianni Piacentino-ს კონცეფტუალური ხელოვნებიდან, რაც „ბაიკერული კულტურის“ მოდაში სინთეზით გვირვინდება. სწორედ ამიტომ, სამოსში, უმეტესწილად, გამოყენებულია ტყავი, შავი ფერი და მომრგვალებული, წრეხაზოვანი ფორების ქსოვილები.





იმედია საინტერესო განხილვა გამოვიდა. დაელოდეთ Pt. 2-ს.
ლენტო

Leave a comment