წინა ბლოგში განვიხილე რამდენიმე ძირითადი კოლექცია და ჩვენება, რომელიც 2025 წლის შემოდგომა/ზამთრის მამაკაცის ხაზს ეხება. გავაგრძელოთ ამ თემაზე საუბარი და მიმოვიხილოთ იანვრის მთავარი 2025 FW მომენტები და ჩემთვის გამორჩეული დიზაინები.
2025 წლის Louis Vuitton-ის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციისაგან განსხვავებით, სადაც მეტად მუქი ტონები ჭარბობდა და უფრო მეტად მონოტონურ პალიტრებს ვხვდებოდით, წელს Pharrell Williams-მა შემოდგომა/ზამთრის ხაზისათვის ფერთა უფრო ღია და მრავალფეროვანი პალიტრა აარჩია, რაც Kenzo-ს კრეატიულ დირექტორთან და მისი დიდი ხნის მეგობართან- Nigo-სთან კოლაბორაციული მუშაობით შეიძლება ახისნას. ლობსტერის ფორმის ჩანთებმა, (რომელბიც მეგობრების სათევზაო თავგადასავალს უკავშირდება) იაპონური კულტურის რეფერენსებმა და „საკურას ყვავილობამ პოდიუმზე“, ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ, კონცეფტუალურ და სანახაობრივ მოვლენად აქცია ეს ჩვენება.
© Vogue/ Louis Vuitton
ვარდისფერი ფერი, რომელიც Louis Vuitton-თან წელს აშკარად დომინანტი ფერია, ასევე Kenzo-სთანაც ჭარბად შეგვხვდა.
© Vogue/Kenzo




ღია ვარდისფერი ასევე აქტუალური იყო Dior-ის ჩვენებაზეც. მოდის სახლის ხელწერა “H-Line” სილუეტებით მაღალი მოდიდის არქივებიდან, მამაკაცის 2025 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციაში პოულობს ადგილს.
ასიმეტრიული „კამერბანდები“ (წელსახვევი), დომინანტი კლასიკური სტილი მეტყველი, ნეიტრალური შავით, ნაცრისფერით თუ თეთრით, და რაც შეიძლება ნაკლები ექსპერიმენტები.





ორიოდ სიტყვით აღვნიშნავ Giorgio Armani-ს ნაკლებ ექსპერიმენტებსა და მეტ ხავერდს კოლექციაში, რაც ასევე Emporio Armani-ს ხაზზსაც მიყვება. შინდისფერი, არმანის ყავისფერისა და ნაცრისფერის (gray+beige) კომბინაციით მიღებული ე.წ greige ფერი და მწვანე ტონები წელს ჭარბობდა პოდიუმზე, რაც, პირადად ჩემში, კომფორტის, გემოვნებისა და მარტივად გენიალური კლასიკის ასოციაციებს იწვევს.
© Vogue/Giorgio Armani








განსხვავებული მიდგომა ჰქონდა Prada-ს ექპსერიმენტების კუთხით. 70-იანების ყვავილის პრინტებიანი ზეწრების ინსპირაციით გაკეთბული შავრლები და ფეხსაცმელები, კალათბურთისა და ბეისბოლის ბურთის ფორმის მეტალის საყურეები და გრძელი პალტოები შეხსნილ პერანგებზე. Prada წელს ეცადა ცალკეულ ლუქებში მოექცია მამაკაცების მრავალგვარი ბუნება მრავალშრიანი და უცნაური კომბინაციებით. ბიზნესმენი, კონსერვატორი, ჯენტლმენი, ფემინური, სპორტული და სხვა მრავალი ეპითეტით შეიძლება შეიმკოს თითოეული „სეტი“.
© Vogue/Prada





აქვე, ჩემს რამდენიმე ფავორიტ კოლექციაზე ვთქვათ რამდენიმე სიტყვა.
აუცილებლად აღსანიშნავია Amiri-ს რეტროსპექციული კონცეფცია და ძველი ჰოლივუდის გაცოცხლება პოდიუმზე. 50 ლუქი ამერიკულ ოცნებაზე და მკვეთრი ნოსტალგიური ფერები.
© Vogue/Amiri






ასევე არ მინდა გამომრჩეს Yohji Yamamoto-ს, როგორც ყოველთვის, ღრმად კონცეფტუალური და „ახლის შექმნის სურვილით“ გაჟღენთილი ჩვენება. წელს დიზაინერის ინსპირაცია თოვლში და წვიმაში მოსიარულე ადამიანები გახდნენ, რაც კოლექციაში ძალიან მკაფიოდ გამოიკვეთა როგორც ფერებისა და პრინტების, ისე ქსოვილეიბისა და სილუეტების თვალსაზრისით.
© Vogue/Yohji Yamamoto




და ბოლოს, სულ ერთი დეკადა შესრულდა, რაც Willy Chavarria, როგორც ბრენდი, მოდის სამყაროში ცდილობს ადგილის დამკვიდრებას და, ვფიქრობ, ეს იდეალურად გამოსდის ისე, რომ არ კარგავს ავთენტურობასა და ინდივიდუალიზმს. ამერიკაში ბოლოდროინდელ პოლიტიკურ გარემოზე პასუხად, ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებული „ბრძოლა“ LGBTQI+ საზოგადოებისა და იმიგრანტების წინააღმდეგ, დიზაინერის ინსპირაციად იქცა. სწორედ ეს ორი ძირითადი სოციუმის სპექტრი იგრძნობა ყველა იმ ნიმუშში, რაც Willy Chavarria-მ, სულ რაღაც, ორი დღის წინ წარადგინა.
© Vogue/Willy Chavarria





ლენტო








Leave a comment