3 გამორჩეული კოლექცია 2025 SS ოტ-კუტიურ მოდის კვირეულზე

პარიზში გამართული მაღალი მოდის კვირეული, რომელიც 27-30 იანვრის პერიოდში იმართებოდა, დასრულდა. შეიძლება ითქვას, რომ რეფერენსებით საკმოად დატვირთული, “არქივების გაცოცხლებით” მოცული და სიახლეებით სავსე კვირა გამოვიდა, თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობენ ფავორიტებიც.

კრიტიკოსების ერთი ჯგუფი მაღალი მოდის იდეას ავანგარდიზმში ხედავს და მოდას ხელოვნების ისეთ ნაწილად განიხილავს, რომელიც სიახლზე და ექსპერიმენტული მიდგომით ახლის აღმოჩენაზე არის ორიენტირებული; მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ მაღალი მოდის იდეას- იყოს ინოვაციური და ექსკლუზიური, საერთოდაც არ უშლის ხელს წარსულის რემინისცენცია და დიზაინერების მიერ “არქივებში ძრომიალი” ინსპირაციის მისაღებად. ვფიქრობ, წელს სწორედ ასეთი ორი მიდგომა გამოიკვეთა ყველაზე მკაფიოდ კოლექციებში, რომელთაგან, მე პირადად, სამ კოლექციას გამოვყოფდი როგორც ყველაზე გამორჩეულს, კონცეპტუალურსა და ავთენტურს. განვიხილოთ თითოეული მათგანი.

1.Jean Paul Gaultier 2025 SS Couture

წელს, Jean Paul Gaultier-ის მოდის სახლმა 2025 SS ოტ-კუტიურ ჩვენებაზე მიწვეული დიზაინერის Ludovic de Saint Sernin-ის კოლექცია გამოიტანა. კოლექციის მთავარი თემატიკა და შოუს ოფიციალური სახელი “Le Naufrage” გახლდათ, რაც შეიძლება ითარგმნოს, როგორც “გემის დაღუპვა”/ “გემთმსხვრევა”. სახელის შესაბამისად, კონცეფცია მოიცავდა ოკეანესთან, ქალთევზებთან, მეზღვაურებთან, მეკობრეებთან და გემებთან ასოცირებული დეტალებისა თუ ისტორიების ტანისამოსით გამოხატვას/გაცოცხლებას.

2024 წლის მოდელად დასახელებული Alex Consani წარწერის დეტალით კაბაზე – “Le Naufrage”.
c: Vogue Runway

სველი სხეულების ეფექტი, რომელიც სექსუალურ ენერგიას აღვივებს პოდიუმზე, დიზაინერისათვის დამახასიათებელი აქცენტები პროპორციებსა და სხეულზე, ლუქების თემატური კავშირი ერთმანეთთან და გემი, როგორც მთელი საღამოს ლაიტმოტივი – ასე შეიძლება მოკლედ დახასიათდეს შოუ. JPG-ის არქივებში ინსპირაციის ძიებაც, როგორც სჩანს, არ ყოფილა უცხო დიზაინერისათვის, რაც განსაკუთრებით 1998 წლის SS ოტ-კუტიურ ჩვენებიდან თმაზე დეტალის ახლებური ინტერპრეტაციით წარდგენით გამოიკვეთა მე-16 ლუქში.

C: Vogue Runway- JPG SS 1998 Couture/ JPG SS 2025 Couture

ასევე, კარგად აღიქმეოდა დისნეის 1989 წლის The Little Mermaid-ის რეფერენსები და ქალთევზების, მითიური ზღვის არსებებისა და გემის კაიტუების ესთეტიკა.

c: Vogue Runway JPG 2025 SS couture / The Little Mermaid (1989 film)

C: Vogue Runway

რომ შევაჯამოთ, დიზაინერს არაჩვეულებირვად გამოუვიდა როგორც კონცეპტუალური მხარისა და სიახლის საინტერესოდ წარმოჩენა, ისე, მოდის სახლის ესთეტიკისა და ისტორიის შენარჩუნება.

დიზაინერი Ludovic de Saint Sernin ჩვენების ბოლოს.
c: Vogue Runway

2. ყოველთვის სასიამოვნოა, როცა ხარისხი, დეტალი და დახვეწილობა ერთდროულად გამოსჭვივის ტანისამოსიდან, რასაც Schiaparelli წლებია წარმატებით ახერხებს. დიზაინერი Daniel Roseberry ინარჩუნებს მოდის სახლის მთავარ კონცეპტუალურ ხაზს- შექმნას ტანისამოსი, რომელიც მაქსიმალურად დეტალიზებული, ელეგანტური და ჰაეროვანია. წელს ახალ კოლექციას “Icarus” ეწოდა და, როგორც ამას კრიტიკოსები აფასებენ, სახელი სწორედ რომ ბერძნული მითოლოგიის გმირის მსგავსად მოდის სახლის ამბიციურობას უნდა უსვამდეს ხაზსს – იფრინოს უფრო მაღლა და მისწვდეს ვარსკვლავებს… თუმცა თავად დიზაინერი აღნიშნავს, რომ მას სურდა მოდერნიზმისა და ანტიკურობის გაერთიანება კოლექციაში, რაც ახალი გამოწვევა იყო ისეთი მოდის სახლისათვის, რომელიც მუდმივად განხილვის საგანი ხდება ხოლმე ინტერნეტში კოლექციის გამოქვეყნებისთანავე.

C: Vogue Runway

იდეალურად შენარჩუნებული “Schiaparelli ესთეტიკა”, ნაკლებად ავანგარდული და სიურეალისტური შტრიხები, მეტი აქცენტირება ფორმებზე და აბრეშუმის ნაზი ქსოვილის ხშირი გამოყენება ლუქებში- Daniel Roseberry ამას ახერხებს და ორიგინალური გზით ქმნის დახვეწილობის ხიდს წარსულს, აწმყოსა და მომავალს შორის.

C: Vogue Runway

3. წელს Miss Sohee-ის მოდის სახლმა და კორეელმა დიზაინერმა Sohee Park-მა კიდევ ახალი დატვირთვა შესძინა პარიზის მაღალი მოდის კვირეულს, რაც აზირუი და ევროპული კულტურებისა და სტილის გაერთიანებაა. აზიური ფერთა პალიტრა, ღია ვარდისფერისა და ატმისფერის ტონების სიჭარბე, 1995 წლის Thierry Mugler-ის “ვენერას დაბადების” რეფერენსი და ქალის, როგორც გლამურული და თვალისმომჭრელი ქმნილების სიმბოლიზება, იგრძნობოდა ჩვენებაზე.

C: Vogue Runway- Miss Sohee 2025 SS couture/ Mugler FW 1995 Couture
SS 2025 Couture -Miss Sohee/ C: Vogue Runway

ასევე უნდა აღინიშნოს ანტიკური ბერძნული ელემენტი, რომელიც დიდებულად ეხამებოდა აზიური მოდისა, და ზოგადად კულტურისათვის, დამახასიათებელ “ფლორალურ ელემენტებს”.

C: Vogue Runway

Sohee Park-მა წელს ნამდვილად მოახერხა ბალანსის გამონახვა დასავლურსა და აღმოსავლურ კულტურებს შორის და მკაფიოდ ხაზი გაუსვა, კიდევ ერთხელ, რომ სილამაზე მრავალფეროვნებაშია.

C: Vogue Runway

ამ სამი კოლექციით მინდოდა მეჩვენებინა წლევანდელი გაზაფხული/ზაფხულის მაღალი მოდის კვირეულის ძირითადი მიმართულებები, გამორჩეული დიზაინები და კონცეფციები, რაც, იმედია, გამომივიდა.

არ დაგავიწყდეთ ხშირად მიადევნოთ თვალი ბლოგს და, ასევე, გამოიწეროთ AAF-ის სოციალური მედია პლატფრომები მეტი სიახლეებისათის.

ლენტო

Leave a comment