“მარჯიელა მარჯიელაში”- მარტინ მარჯიელა (ნაწილი მე-2)

წინა ბლოგში ვისაუბრე მარტინ მარჯიელას მოღვაწეობაზე მე-20 საუკუნეში, 1988 წლიდან 2000 წლამდე და მიმოვიხილე მისი მთავარი დიზაინები, ჩვენებები, კოლექციები და იდეები. ამ ნაწილში ვფოკუსირდები 2000 წლებზე და საუკუნის დასაწყისში მარტინის კრეატიული დირექტორობის ეპოქაზე მარჯიელას მოდის სახლში.

ახალი კოლექციებით მარჯიელამ ფეხი 21-ე საუკუნეში აშკარად, „ახალი ათასწლეულის დასაწყისის შესაფერისად“ შედგა. მარტინის მიერ დეკონსტრუქციის, ინკლუზიისა და სტეროტოპითა რღვევის იდეებზე დაფუძნებული მოდის სახლის სტრატეგია, ხედვა და მისია უცვლელი რჩებოდა, თუმცა ისიც ცხადი იყო, რომ მარტინი აუცილებლად ეცდებოდა თავისი სიტყვა ამ საუკუნეშიც ეთქვა, ახლა უკვე ახლებურად. 2000 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციამ კრიტიკოსები დაარწმუნა, რომ მარტინს ჯერ კიდევ შესწევდა უნარი “მოდის საათზე” ცოტათი წინ ყოფილიყო – უცვლელი წინააღმდეგობა მოდაში არსებული სტანდარტების, ზომების, ფორმების მიმართ, ექსტრემალურად დიდი ზომის ტანისამოსი და ფეხსაცმელი, ხშირად სახის ზედა ნაწილის გრძელი წინამოთი დაფარვის მცდელობა საღებავის ნაცვლად; მაგიდები პოდიუმის შემცვლელად და გატეხილი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ქალებისათვის მოდის ინდუსტრიაში დაწესებული სტანდარტების წინააღმდეგობის სიმბოლოდ. მარჯიელამ წელი ხმაურიანად დაიწყო.

Photos from Vogue Runway

ხმაურიანთან ერთად ახალი გამოწვევებითა და ინოვაციებით სავსე აღმოჩნდა 2001 წლის კოლექციის შექმნის პროცესი მოდის სახლისათვის. პირადად მე მიმაჩნია, რომ ეს კოლექცია ყველაზე დიდი გამოწვევაა თავად მოდის სახლისათვის. გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის იდეა აბსოლუტურად განსხვავებული და ორიგინალურია- თავად მოდის სახლი უპირისპირდება საკუთარი კომფორტის ზონას.

მარჯიელა ყოველთვის იყო „ანტი-ტრენდული“ და ანტი-მოდის ბრენდი, რომელიც ყველა სახის ტენდენციას ებრძოდა და დეკონსტრუქციითა თუ არასტანდარტული პროპორციებით ცდილობდა გამოეკვეთა სტანდარტთა საპირიპირო ხაზი. თუმცა, თუ მეტად ჩავუღრმავდებით ამ საკითხს, უკვე დეკადაზე მეტი იყო რაც ასეთი მიდგომით საზრდოობდა მარჯიელა, რაც თავის თავში ასევე მოიაზრებდა მარტინის მიერ შექმნილ ტრენდს მოდის სახლისათვის. გამოდის, რომ მოდის სახლმა უნებლიედ სწორედ ის შექმნა, რასაც თავადვე უპირისპირდებოდა. ვფიქრობ, მთავარი მიზეზიც ეს იყო, როდესაც გადაწყდა მარჯიელა თავისივე თავის პირისპირ წასულიყო და ახალ კოლექციაში ვნებისა და შარმის, სექსუალურობის ფერი- წითელი გამოეყენებინა, რაც მარტინის კოლექციებში უცხო და აქმადე იშვიათად ინტეგრირებად ფერს წარმოადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ 1989 წლის ჩვენებაზე იყო მთლიანად წითელი ლუქის გამოტანის შემთხვევა და, ასევე, 1995 წლის კოლექციაში მკვეთრი ვარდისფერი იკავებდა დომინანტ როლს, ასეთი მასშტაბის დატვირთვა წითელს არასოდეს ჰქონია მარჯიელას კოლექციებში.

Photos by Vogue Runway

ყველა ტენდენციის, სტანდარტისა და ბარიერის დანგრევის შემდეგ, ჯერი დადგა ტექნოლოგიურ პროგრესსა და მის ინტეგრირებაზე მოდაში. 2002 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია არა ჩვენების სახით, არამედ ვიდეოს სახით წარმოაჩინა მოდის სახლმა სადაც მოდელები green screen-ისა და გრაფიკული “ედითინგის” საშუალებით, ფაქტობრივად, მხოლოდ სილუეტებად აქცია. ფაქტია, რაც უფრო ნაკლებ დეტალს ვხედავთ, მით უფრო განზოგადდება ტანისამოსი და უფრო მეტად ინკლუზიური ხდება ის. მთავარი მესიჯიც, აქ, სწორედ ეს იყო.

ბმა წარსულთან და რემინისცენციაც არასოდეს ავიწყდებოდა მარჯიელას მოდის სახლს, და არც 2003 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია აღმოჩნდა გამონაკლისი. ნეილონის კოლგოტები მაღალქუსლიან ფეხსაცმლეზე, რომელიც ბალერინების მსგავსად მოდელებისთვისაც ცდილობენ შექმნან ერთიანი, გრძელი ფეხის ილუზია. ასევე ამავე ჩვენებაზე კოლგოტზე ფეხსაცმლის შტრიხების გამოსაკვეთად გამოიყენეს „ხახუნით ხატვის“ (A rubbing) ცნობილი ტექნიკა, აგრეთვე ცნობილი, როგორც frottage მეთოდი, რომლის გამოგონებაც სიურელისტ მაქს ერნესტს უკავშირდება ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში. ჩვენებაც სწორედ სიურელიზმის ძირითად პრინციპს ეფუძნებოდა, რაც არაცნობიერი გონის მიერ შემოქმედებას ასახავს.

Photos from Vogue Runway

კოლექციები არ იქმნება ვაკუუმში, კრეატიული დირექტორები არ არინ დიზაინთა პირველწყაროები, მათზე მთელი მოდის კულტურა, ისტორია და გარემო ზემოქმედებს. ახალი კოლექცია ბევრად უფრო დიდი წარსულის პროდუქტია ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს, თუმცა ეს განზრახ სულაც არ ხდება, ესაა არაცნობიერის მიერ ქმნადობის ბუნებირვი კანონზომიერება მოდაში, რამაც გადაკვეთა სიურეალიზმში ჰპოვა- სწორედ ესა იყო 2003 SS ჩვენების ძრითადი არსი.

აქტიუალურობას მოდის სახლი არასოდეს კარგავდა და მუდმივად ცდილობდა წლის მთავარ თემებს გამოხმაურებოდა. 2000-იანი წლების მთავარი „კულტურული მოვლენა“ ცნობადი სახეებისათვის, ალბათ, პაპარაცების საგრძნობლად გააქტიურება უნდა იყოს, რაც 2005 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციაში მარჯიელას „იკონური“ ლაბადის (trench coat) დაბადების ინსპირაციად იქცა.

ასევე აღსანიშნავია, 2007 წელს შემოდგომა-ზამთრის კოლექციაში მარტინის მიერ მხრების ახალი სილუეტის („Margiela Shoulders 2“) შექმნის მცდელობა და 2009 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციისათვის 1996 წელს მიგნებული დაპრინტვის ტექნიკის უფრო ახალ მასშტაბებში გამოყენება.

2007 FW

2009 SS

მიუხედავად ბევრი წინააღმდეგობისა და კრიტიკისა, რომ მარტინის კრეატიულ დირექტორად ყოფნისას მარჯიელას მოდის სახლი ნაკლებად კომერციული და მეტად გამიზნული იყო მოდის ხელოვნების მოყვარულთათვის; რომ მარტინი მისი უცნაური გადაწყვეტილებებით არაორიდინალურ და „არაკომფორტულ“ ლოკაციებზე  მოეწყო ჩვენებები; რომ მარჯიელა სცილდებოდა მოდის ხაზს, მოდის სახლმა მარტინის ლიდერობით მაინც შეძლო ანტი-მოდა ექცია მოდის ნაწილად და თავისი კვალი დაეტოვებინა მსოფლიო მოდის ისტორიაში, რაც დღემდე წარმატებით ხორციელდება. მარტინის დაწყებული საქმე წარმატებით გააგრძელა გალიანომ და მრავალი კრიზისის მიუხედავად მარჯიელა ჯერ კიდევ ახერხერხებს იყოს აქტუალური, მიმზიდელი და დაიკაოს საპატიო, გამორჩეულ ადგილი თანამედროვე მოდის ინდუსტრიაში.  

ლენტო

Leave a comment