კოკო შანელის სამი რევოლუცური დიზაინი

უდავოა, რომ კოკო შანელი მოდის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კონტროვერსული და გავლენიანი ფიგურაა. მისმა ხედვამ და მიდგომამ ქალის სილამაზის, ელეგანტურობისა და ფემინურობის მიმართ დასაბამი დაუდო მოდის ინდუსტრიის სრულ რეფორმაციას.

ბევრი შეიძლება ითქვას კოკოზე, თუმცა დღეს არა მასზე, არამედ მის სამ იკონურ და მთავარ დიზაინზე ვეცდები ვისაუბრო, რომლებმაც მე-20 საუკუნემდე არსებული სტანდარტები და სტერეოტიპები მოდაში, თუ როგორ უნდა შეემოსათ ქალბატონებს, საბოლოოდ დაანგრიეს.

სიაში პირველი, რა თქმა უნდა, ე.წ პატარა შავი კაბაა. (LBD-Little Black Dress).
საუკუნეების განავლობაში შავი ფერის სამოსელი და, განსაკუთრებით, კაბა, ძირითადად მწუხარების ჟამს, დაკრძალვებზე გამოიყენებოდა. კოკომ გადაწყვიტა შავი ფერის ფოკუსი მწუხარებიდან ელეგანტურობაზე გადაეტანა და დახვეწილობის სიმბოლოდ ექცია ის, რაც მოახერხა კიდეც. 1926 წელს შექიმნა LBD და დღემდე სხვადასხვა ინტერპრეტაციით ვხედავთ ამ დიზაინს არაერთი მოდის სახლის კოლექციაში.

შავ კაბამდე ბევრად ადრე, 1913 წელს ე.წ „საზღვაო ჯერსი“ (Jersey Sailor) შეიქმნა მეზღვაურის უნიფორმის შთაგონებით. Jersey – ნაქსოვი, ელასტიური ქსოვილია, რომელიც განსაკუთრებული სირბილითა და კომფორტულობით ხასიათდება. მანამდე, ბრეტონულ ზოლიან ჯერსის (Breton striped jersey) ხშირად ატარებდა პაბლო პიკასო და ეს ტრადიციული ფრანგი მეზღვაურების უნიფორმა, რომელიც მოგვიანებით ინტელექტუალთა სიმბოლოდ იქცა, მუდმივად მამაკაცთა ტანისამოსად ითვლებოდა.

კოკომ მოახერხა ამ ქსოვილის, რომელიც ასევე ძირითადად მამაკაცის საცვლებში გამოიყენებოდა, და “საზღვაო ჯერსის” საბოლოოდ ქალებისათვის მორგება. დიზაინი შემდგომ უკვე ინსპირაცია გახდა თავად კარლ ლაგერფელდისა, რომლის 2017/18 წლის „Métiers d’art“ ყოველწლიური კოლექციაც შანელის ჯერსის რეინტერპრეტაციას და ესთეტიკას წარმოადგენს.

რაც შეეხება მესამე რევოლუციურ დიზაინს, ესაა „Tweed Suit” (ტვიდის კოსტიუმი) რომელიც 1954 წელს შეიქმნა. უხეში ბამბილს ქსოვილისაგან დამზადებული ორეული, შემონაკეცში გაყოლებული ოქროსფერი ჯაჭვის გაფორმებით, არაერთი ცნობილი ადამიანის საყვარელ დიზაინად იქცა, მათ შორის იყო ჟაკლინ კენედი.

Princess Diana, Amal Clooney და Jackie Kennedy, C: Getty Images

დიზაინი ელეგანტური, დახვეწილი და მედიდური სამოსელის უფრო კოფმორტულ ალტერნატივად ჩამოყალიბდა და შემდგომში, შანელის მოდის სახლის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ.

ლენტო

Leave a comment