Vogue Magazine-მა საინტერესო სტატია შემოგვთავაზა, რომელშიც განხილულია წლევანდელი გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებში ქურთუკის დიზაინებში 8 გამოკვეთილი ტრენდი.
ბლოგში ვეცდები ამ სტატიიდან ჩემი ფავორიტი რამდენიმე მოდის სახლის ნიმუში გამოვყო და თითოეული სტილი განვიხილო, ამასთან ერთად დაგეხმაროთ თქვენი გემოვნებისა და სტილის შესაბამისად „იშოპინგოთ“.
სიაში პირველი Bomber jacket-ია. ზოაგად, ეს სტილი, სახელიდან გამომდინარეც ადვილი მისახვედრია, რომ შეიქმნა საავიაციო გუნდისათვის პირველი მსოფლიო ომის პერიოდში, რათა ბომბდამშენებში პილოტებს შემსუბუქებოდათ სიცივის განცდა. „მეინსტრიმულ“ მოდაში ეს სტილი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ უფრო მეტად დამკვიდრდა და ამერიკული საავიაციო ძალებისათვის შექიმნა ე.წ. Leather B-3 Bomber Jackets.
წელს გამოირჩევა, Khaite-ს, Ferragamo-ს, Bottega-Veneta-ს Bomber jacket-ის დიზაინები ქსოვილთა ვარიაციებით.
სტატიაში მეორე ადგილს იკავებს The Sporty Jacket, რომელიც „თავისუფალი“ და სპორტული სტილის სამოსია. ხშირად ამ ტიპის ქურთუკებში გვხვდება საწვიმარის ინსპირაციით შექმნილი დეტალები და მატერიები, მაგალითად კაპიუშონები და წყალგაუმტარი ქსოვილები. წელს, ვფიქრობ, Cos-ი და Jacquemus-ის სპორტული ქურთუკები ყველასაგან გამორჩეულია.


მესამე ადგილს იკავებს The Cropped trench coat („შემოკლებული“ საწვიმარი ლაბადა ). წელს ძალიან ბევრმა მოდის სახლმა წარადგინა ამ დიზაინის საკუთარი ვარიაცია , მათგან კი, პირადად ჩემთვის, ყველაზე დახვეწილი, სიახლის მატარებელი და გამორჩეული BURBERRY და SACAI იყო.


სტატია ქურთუკის მეოთხე ყველაზე ტრენდულ ვარიაციად The Countryside Jacket-ს განიხილავს. ზოგადად ეს სტილი ბრიტანეთის სოფლებსა და მეურნეობას უკავშირდება. ასეთ ტანისამოსს, მისი პრაქტიკული მოხმარებიდან გამომდინარე, ისტორიულად (მე-19 საუკუნის ბოლოდან) სწორედ ამ რეგიონში იცვამდნენ/იცვამენ თევზაობისა და ნადირობისათვის (რაც ასევე კარგად გამოიკვეთა Netflix-ის ცნობილ სერიალში The Crown).
წელს, ვფიქრობ, ყველა თანხმდება, რომ მოდის სახლებმა – Loewe და Alex Mill, ორი ყველაზე საინტერესო ინტერპრეტაცია შემოგვთავაზეს ამ ქურთუკისა.


მეხუთე ადგილას, არც მეტი, არც ნაკლები, ტყავის ქურთუკია განხილული სტატიაში, თმცა, ამჯერად ახალი ტრენდული ვარიაციით. დიდი ხანია, რაც კლასიკური ტყავის ქურთუკები დომინირებდა მოდის ინდუსტრიაში, თუმცა, ბოლო დროს მოდის სახლებმა გადაწყვიტეს ახალი სილუეტები, ფორმები შესძინონ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ მოხმარებად მატერიას. ამ ნაწილში, ძალიან სუბიექტური არ ვიქნები თუ ვიტყვი, რომ,ამ კუთხით, აშკარად, ლიდერობს JW Anderson, Alexander Mcqueen, და The Attico.



ასევე Khaite-ც, რომელიც პრაქტიკულ და ამავდროულად ელეგანტურ დიზაინს გვთავაზობს.

The Sweeping Trench (დიდი ზომის საწვიმარი ლაბადა). Floor-sweeping უხეშად რომ ვთარგმნოთ, „იატაკზე სათრევი“, სიგრძეში სუბიექტის სიმაღლეს გადაჭარბებული დიზაინის აღმნიშვნელი ეპითეტია. ეს დიზაინი პირველმა, 1914-18 წლებში (პირველი მსოფლიო ომის პერიოდში), Burberry-ის მოდის სახლმა შექმნა და წელსაც სწორედ მათი დიზაინი შეიძლება მივიჩნიოთ ყველაზე დახვეწილ და პრაქტიკულ ვარიანტად. აქვე არ ჩამორჩება Gucci-ს დიზაინიც, რომელიც Burberry-სთან შედარებით, ბევრად მაღალ საფასო კატეგორიაში გადის


ამ სტილის შედარებით ბიუჯეტურ ვარიანტს გვთავაზობს- The Frankie Shop.

მეექსვე ტრენდის აღწერა სტატიაში ეთმობა ლაბადებს. წელს ამ კუთხით გამოირჩევიან Gucci და Rohe, რომელთაც ლაბადის მსგავსი სტილი შემოგთავაზეს და კლასიკური ლაბადის სილუეტს „დიდად“ არ გადაუხვიეს. თუმცა წელს გვავქს ლაბადის უფრო თანამედროვე ინტერპრეტაციებიც მოდის სახლებ – JW Anderson -ისა და COS-ისაგან.




რაც შეეხება ბოლო, მერვე ტრენდს, ეს The Funnel Neck-ის ( ე.წ “ძაბრისებრი ყელის” ) გამოყენებაა ქურთუკებში. ამ მხრივ დომინანტი წელს Magda Butrym და Proenza Schouler-ია. ფაქტია, ამ ორმა მოდის ბრენდმა ყველაზე მკაფიოდ და ხაზგასმულად გამოკვეთეს ეს დეტალი და დააბრუნეს ტრენდულ სამოსთა ერთ-ერთ „საუკეთესო მეგობრად“ .


ლენტო




Leave a comment