ხელოვნება უპირველეს ყოვლისა- McQueen’s Givenchy (1997 couture S/S )

მოდის ინდუსტრიაში, ისევე როგორც ყველა სხვა ხელოვნების დარგში, ხშირია შემთხვევები, როცა ხელოვანები პატივისცემით არ გამოირჩევიან ერთმანეთის პერსონების მიმართ, თუმცა, არაერთხელ დამტკიცებულა, რომ მიუხედავად არსებული ანტიპათიებისა, ხელოვნება მაინც პოულობს ხოლმე განცალკევებულ, “ceteris paribus” კონდიციას, როცა სხვა დანარჩენი მეორეხარისხოვან პანელზე გადადის და ის დგება ყველასა და ყველაფერზე მაღლა.

McQueen : Vogue Runway

სწორედ ასეთ შემთხვევად მივიჩნევ მაკქუინის დანიშვნას Givenhy-ის მოდის სახლის კრეატიულ დირექტორად და მის პირველ 1997 წლის კუტიურ კოლექციას.

მიუხედავად იმისა, რომ თავად Hubert de Givenchy კატეგორიული წინააღმდეგი იყო McQueen-ის კრეატიულ დირექტორად დანიშვნისა და ამას მოდის სახლისათვის კატასტროფად აღიქვამდა, ის მაინც პატივისცემით იყო განმსჭვალული მაკქუინის ტალანტისა და სახელოვნებო უნარების მიმართ. თავად McQueen-იც „არარელევანტურს“ უწოდებდა და Le Figaro-სთან ინტერვიუში ამბობდა, რომ მას არანაირი პატივისცმა არ გააჩნდა Hubert-ის მიმართ.

McQueen-ის 1997 წლის კუტიურ კოლექცია Givenchy-ისათვის, მოდის ისტორიის საინტერესო ფურცლად, ხოლო თავად დიზაინერსიათვის გარდამტეხ მომენტად დარჩა.

C: Vogue RUnway

1996 წელის გალიანოს მაღალი მოდის კოლექციამ მოდის სახლის მიმართ საკმაოდ დიდი მოლოდინები გააჩინა. ამასთან ერთად, თავად გალიანო უკვე Dior-ისათვის მოღვაწეობდა და პარალელურად ყველა ელოდა მის დებიუტს Dior-ში. ამასთან ერთდ ის, რომ მაკქუინი ახალგაზრდა, ნიჭიერ, მაგრამ ჯერ კიდევ გამოუცდელ დიზაინერად იყო აღქმული (Hubert-თან მის ურთიერთობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ), დიდ გამოწვევას ქმნიდა თავად McQueen-სათვის.

კოლექცია ძირითადად თეთრსა და ოქროსფერში გადაწყდა და მთავარ თემატიკად/ინსპირაციად ბერძნული მითოლოგია იქცა. აღსანიშნავია, რომ ის 3 თვეში მომზადდა და უმეტეს წილად მაკქუინის გარეშე.

კრიტიკოსებმა კოლექცია დადებითად არ შეაფასეს და მრავალგზის გააკრიტიკეს, რაც გალიანოს შემთხვევაში აბსოლუტურად პირიქით მოხდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ მაკქუინს რთული და უსიამოვნო ურთიერთობა ჰქონდა ანა ვინტურსა (რომელსაც ერთხელ უკვე გააუქმა შეხვედრა და ვახშამი) და, ზოგადად, მოდის პრესასთან.

C: Vogue Runway

ერთ-ერთი გარე, დაძაბულობის შემომტანი ფაქტორი იყო ისიც, რომ Givenchy ამ პერიოდში ეკუთვნოდა კონგლომერატ – LVMH-ს, რომლის გენერალური დირექტორიც Bernard Arnault უკვე ფიქრობდა, რომ მაკქუინი, რომელიც მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებით იტანჯებოდა და მისი მიმართულება ავანგარდული, რევოლუციური მოდა იყო, არასწორი არჩევანი შესაძლოა გამხდარიყო ისეთი ისტორიული და “კონსერვატიული“ მოდის სახლისათვის, როგორიც Givenchy გახლავთ.

2001 წელს მაკქუინმა მოდის სახლი კონტრაქტის ვადის გასვლის შემდგომ დატოვა. მოგვიანებით, ამბობდა, რომ მისი 1997 წლის კოლექცია ჩავარდნა იყო. თუმცა, პირადად მე ვფიქრობ (და „დრომაც თავისი საქმე გააკეთა“ ამ მხრივ), რომ დღეს ამ კოლექციაში წარმოდგენილი ნიმუშები, ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ, დახვეწილ და კონცეფტუალურ დიზაინებად უნდა მივიჩნიოთ, რაც კი ოდესმე Givenchy-ს მოდის სახლის ქოლგის ქვეშ წარმოდგენილა.


ლენტო

Leave a comment