ჩინეთსა და იაპონიაში 3 კვირიანი მოგზაურობის შემდეგ, ჯონ გალიანომ პარიზის მოდის კვირეულზე, 2003 წელს, გაზაფხული-ზაფხულის კუტიურ კოლექცია წარადგინა.

21-ე მილენიუმის დასაწყისში საოცარი სიჩქარით პროგრესირებად ტექნოლოგიურ წინსწვლას თან ახლდა ერებსა და კულტურებს შორის ბარიერების მოშლა და გლობალიზაციის ერის დადგომა. ეს უკანაკნსელი კი, თავისთვად, ხელს უწყობდა აზიური კულტურის მიმართ ინტერესის გაღვივებას და ინტეგრირების მცდელობას დასავლურ კულტურებთან.
მოდის ინდუსტრიაში, ერთ-ერთი პირველი, სწორედ ჯონ გალიანო აღმოჩნდა, ვინც ჩინური ოპერის ტრადიციული კოსტიუმები და იაპონური კიმპონო მაღალი მოდის კოლექციის ძირითად “რეფერენსად” აქცია.






დიზაინერმა ძირითადი აქცენტი არა სილუეტზე, არამედ ე.წ. “ლეიერინგზე” (მრვალშრიან სამოსელზე) და ქსოვილებზე გააკეთა. ამას თან ერთვოდა აზიური ტრადიციული მაკიაჟის ავანგარდიზმთან გაერთიანება და შოუს ელემენტების აქტიურად გამოყენება ჩვენებისას.
ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული “ლუქი” და მოდელი ჩვენებაზე Raquel Zimmermann-ი იყო, რომელმაც, როგორც კრიტიკოსები წერდნენ, პოდიუმზე გამოჩენისთანავე მიიპყრო მთელი აუდიტორიის ყურადღება.

ამაღელვებელი და შთამბეჭდავი გამოდგა აკრობატიული და სარისკო ნომრები ჩვენებისას, რამაც ოვაციები დაიმსახურა და მოდის პრესის ჩართულობა გაზარდა. კრიტიკოსთა ნაწილი ასევე წერა იმასაც, რომ კოლექციაში ბევრი “ზედმეტობა” იყო. ზოგიერთ მოდის კრიტიკოსს ქსოვილთა რაოდენობა “ეზედმეტა” გარკვეულ დიზაინებში, ზოგიერთს კი სხეულის დაუფარავი ნაწილები მოეჩვენა “არასაჭირო ვულგარულობად”.








ფაქტი ის იყო, რომ მაღალი მოდის ამ ჩვენებამ იდეალური კონცეპტუალური ბაზა შექმნა და მოდის ექსპერტთა თუ მოყვარულთა ყურადღება მიაპყრო შემდეგი შემოდგომა-ზამთრის ready-to-wear კოლექციისადმი, რომელიც ასევე აზიური კულტურის ჭრილში გადაწყდა გაკეთებულიყო და არსებული მაღალი მოდის ნიმუშების უფრო პრაქტიკული, კომფორტულად სატარებელი ვარიანტებით “ჩანაცვლებულიყო” (იხილეთ ზემოთხსენებული კოლექცია)
აღნიშნულმა კოლექციამაც მოწონება დაიმსახურა და ის ადამიანები, რომლებმაც თავი შეიაკვეს 2003 SS Couture კოლექციის ნიმუშების შეძენისაგან (მაგალითად ასეთი იყო Dodie Rosekrans) მოგვიანებით, 2003 წლის ready-to-wear კოლექციის მრავალი ნიმუშის მფლობელები გახდნენ.
ლენტო











Leave a comment