ოლიმპიური ჩემპიონობიდან დიზაინერობამდე- Tom Daley FASHION Magazine-ის გარეკანზე

FASHION Magazine-ის აპრილის თვის ნომერი უკვე გამოვიდა, მის გარეკანს კი ოლიმპიური ჩემპიონი და აწ უკვე დიზაინერი ტომ დალეი ამშვენებს.

ტომის დიზაინერული ნიჭის შესახებ ინტერესი თანამედროვე პრესას მას შემდეგ გაუღვივდა, რაც ტოკიოს ოლიმპიადისას სპორტსმენი ქსოვისას შენიშნეს. აღმოჩნდა, რომ ტომს სამომავლოდ სწორედ საკუთარი ბრენდის დაფუძნება ჰქონდა განზრახული და სპორტული კარიერის დასრულებასაც მალე გეგმავდა.


FASHION Magazine-სთან ინტერვიუში ტომი აღნიშნავს, რომ მის სამომავლო გეგმები აღარ უკავშირდება აუზსს და რომ მისთვის უკვე ბევრად საინტერესო ცხოვრების ეტაპი იწყება.

ტომის შესახებ დოკუმენტური ფილმის პრემიერა ივნისის თვეშია დაგეგმილი. ასევე ტომი Channel 4-ის გადაცემის, “Game of Wool”-ის წამყვანის ამპლუაშიც მოგვევლინება და, სავარაუდოდ, მის ახალ ხაზსაც შემოგთავაზებს ნაქსოვი სვიტერებისა, რაც მისი ფავორიტი სამოსელიცაა.

FASHION Magazine-ის ფოტოსესიისათვის ტომმა Gucci, Dior Men, Dsquared2, Fendi, Georges Hobeika, Hermes-ი მოირგო, ხოლო აქსესუარებზე ძირითადად Tiffany & Co-მ იზრუნა.

ტომი ნათელი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება წარმატებულმა ათლეტმა, ასევე წარმატებული დიზაინერობაც შეითავსოს და თავი მოდის სფეროში დაიმკვიდროს. ტომი ინსპირაციაა იმ ადამიანებისათვის, ვისაც სურს თვითგამოხატვის საშუალებად სამოსელისა თუ აქსესუარის შექმნა აქციოს და საზოგადოებას ამ კუთხითაც გააცნოს თავი.

ლენტო

Leave a comment