Met Gala 2025 

ალბათ არ არსებობს მოდის სამყაროში ისეთი ადამიანი, რომელიც Met Gala -ს ყოველწლიურ ღონისძიებას გაფაციცებით არ ელის. თემატური კუტიურ ტანისამოსი, ქველმოქმედება და ცნობადი სახეების “შეჯიბრი”- რომელი მათგანი მოახერხებს მაყურებლის გაოცებასა და საუკეთესო ექსკლუზიური ნიმუშის წარმოდგენას.

წელს Met Gala-ს თემატიკად “Superfine: Tailoring Black Style” იქნა შერჩეული, ხოლო თავად ხალიჩა ლურჯ ფერში გადაწყდა, დახუნძლული ფლორალური ელემენტებით, თეთრი და ყვითელი ყვავილებით.

წელს ყველა გააოცა ღონისძიებაზე Rihanna-ს გამოჩენამ, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, რიგით მესამე შვილს ელოდება. მომღერალი Marc Jacobs-ის “ლუქით” წარსდგა ხალიჩაზე, რომელიც სპეციალურად მისთვის შეიქმნა.

ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კაბა წელს კიმ კარდაშიანმა მოირგო, რომელიც Chrome Hearts -ის მიერ შეიქმნა მისთვის. ტყავის, მარგალიტისა და ბრილიანტების სინთეზი, მოშიშვლებულ ზურგთან ერთად, სექსუალურ ენერგიას ასხივებდა და მდიდრულ, გამორჩეულ “შლეიფს” ტოვებდა ხალიჩაზე.

ყურადღების ეპიცენტრში ასევე მოხვდნენ არტისტები Cardi B, რომელიც Burberry -ის მწვანე ხავერდის კოსტიუმში წარსდგა, და Bad Bunny, რომელმაც Prada-ს მარტივი და ელეგანტური ტანისამოსი და აქსესუარი, ჩანთა, მოირგო.

მამაკაცებში გამორჩეული და ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი “ლუქი” წელს ამერიკელმა მოდელმა Alton Mason -მა წარადგინა, რომელიც, როგორც ყოველთვის, ექსტრავაგანტული სილუეტებით ცდილობდა სექსუალურობისა და დახვეწილობის ხაზგასმას.

თუმცა, კრიტიკოსებისა და მაყურებლების შეფასებით, წელს ყველაზე დახვეწილი, თემატური, ავთენტური და დეტალიზებული “ლუქი” ამერიკელმა მსახიობმა და მუსიკოსმა Teyana Taylor-მა მოირგო. “ლუქის” სტილსა და დეტალებზე ორგზის ოსკაროსანმა კსტოიუმების დიზაინერმა Ruth E. Carter -მა იმუშავა, ხოლო თავად ნიმუში ექსკლუზიურად მისთვის Marc Jacobs-ის მოდის სახლმა შექმნა.

ასევე ყურადღების ეპიცენტრში მოხვდნენ Lewis Hamilton, ვალენტინოს კაბაში გამოწყობილი Lana Del Rey, Patrick Schwarzenegger-ი ბალმანის სამოსში, Jodie Turner-Smith Burberry-ის ულამაზესი კაბა-კოსტიუმით, Khaby Lame, Janelle Monáe და სხვები.

ლენტო

Leave a comment